, რამდენიმე დღის წინ მოგწერეთ, რომ გაციებული ვიყავ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

15-10-2014

-გამარჯობა, რამდენიმე დღის წინ მოგწერეთ, რომ გაციებული ვიყავი. გამიარა გაციებამ, მაგრამ ყელში ლორწო მაინც ჩამდიოდა.გუშინ საღამოს ისევ დამეწყო ყელის ტკივილი,დაბანილი ვიჯექი ხალათით დიდხანს და ალბათ,შემცივდა.მაგრამ დღეს რომ ჩავიხედე უკანა კედელი გასიებული მაქვს მარჯვენა მხარეს,ზუსტად იმ მხარეს, სადაც ლორწო ჩამდის. რამე საშიში ხომ არ იქნება?მაგალითად, სიმსივნე...

პასუხი
-ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინების შეგრძნება ფრონტიტს ანუ შუბლის წიაღის ანთებას და შუა და უკანა ეთმოიდური უჯრედების ანთებას ახასიათებს - გამონადენის გამოყოფა ცხვირხახაში. ასეთი სეკრეტი საკმაო დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით - ღამით. როცა ადამიანი წევს, სეკრეტის გამოყოფა ძლიერდება. სქელი სეკრეტი, რომელიც ცხვირ-ხახის უკანა კედელზე ჩამოედინება, მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. ამ ეტაპზე როგორც ჩანს თანდართულია ფარინგიტი -ხახის ლორეოვანი გარსის ანთება. შვებას მოგგვრით გვირილის, ევკალიპტის, ყვითელგულას, სალბის ნაყენი. სასარგებლოა თბილი სოდიანი ხსნარის გამოვლება. 1 ჩაის ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტისეპტიკური საწუწნი აბებიც, რომლებიც ანტიმიკრობული აქტიურობითაც გამოირჩევა.
სვით დამარბილებელი ჩაი: ჩვეულებრივ ან ბალახეულ (გვირილის ან სხვა) ჩაის დაუმატეთ ალთეს ფესვების ნაყენი და დაატკბეთ თაფლით, თუ მის მიმართ ალერგიული არ ხართ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე თბილი სახით.
ასეთი პრობლემის არსებობისას ექიმის (ყელ-ყურ-ცხვირის) კონსულტაცია აუცილებელია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად