რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით. მაინტერესებს როცა ბავშვს ნახველი აქვს და ვერ იღებს შეიძლება თუ არა ფლუდიტეკის სიროფი მივცე.. ასევე სურდოს დროს როცა გამონადენი თხელია წყალივით მაგ დროს ნაზივინი უნდა ჩავუწვეთო თუ ფიზიოლოგიური ხსნარით გამოვურეცხო?. რა შემთხვევაში ინიშნება ნაზივინი და რა შემთხვევაში ფიზიონორმი... გმადლობთ
პასუხი
-თქვენ არ გვწერთ ბავშვის ასაკს, ფლუდიტეკის მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებაა და 12 წლამდე ბავშვებს ენიშნებათ ფლუდიტეკის 2% სიროფი; რაც შეეხება ცხვირის წვეთებს, ჩვილ ბავშვებში 4 კვირამდე ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 1 წვეთ 0.01%-იან ნაზივინს; 1-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.025%იანი ნაზივინის წვეთები; 6 წლის ასაკის ზევით: 0.05% -იანი ნაზივინის წვეთები. წვეთების გამოყენება რეკომენდებულია 3-5 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზებით. ჩააწვეთეთ ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მისი ასაკისთვის განკუთვნილი ცხვირის წვეთები; ფიზიონორმი საწყის ეტაპზე ეფექტურია, ჩვენ გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ვრცელ რჩევებს გაეცანით სტატიიდან ""უბრალო" სურდო" http://www.mkurnali.ge/pediatria2/2298-qq-.html?start=1