რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ ,მაინტერესებს ,როგორ შეიძლება "მოვიშორო" თვალის რეფლექსი ??? თვალების ხშირი პარპალი არ მჩვევია,მაგრამ კრივზე ვარჯიშის დროს ან ფეხბურთის თამაშის დროს ,როდესაც ჩემსკენ ბურთი მოემართება თვალები მეხუჭება ,არც დარტყმის და არც ბურთის შიში არ მაქვს ,მაგრამ თვალი რეფლექსურად მეხუჭება ,მითხარით როგორ დავძლიო ეს პრობლემა???? ნერვებზეა დამოკიდებული ??? ისე ცოტა ნერვიულიც ვარ პატარაობიდანვე და რას მირჩევთ რაიმე დამამშვიდებელი ხომ არ დავლიო ???ანუ თვალების რეფლექსის დაძლევასთნ ერთად მაინტერესებს არის თუ არა რაიმე საშუალება(მედიკამენტი) რითან შევძლებ ნერვების არა ერთჯერადად დაწყნარებას ,არამედ ნერვიულობის პრობლემნის მოგვარებას ??? დარტყმების აცილება მირჩიეს წინათ ,მაგრამ დარტყმებს როგორ ავიცელ თუ თვალები მეხუჭება ,ასე რომ ეს ცუდი ვარიანტია ...
პასუხი
-ჩვენ ადრეც გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე და გირჩიეთ შემდეგი: ეს პრობლემა რომ დაძლიოთ, ბევრი უნდა ივარჯიშოთ შემდეგნაირად, სთხოვეთ ამხანაგს ან ახლობელს ხელი მოგიქნიოთ (გააკეთოს იმიტაცია, თოითქოს უნდა დაგარტყათ). ეს ვარჯიში ჩაატარეთ ყოველდღე რამდენჯერმე. დროთა განმავლობაში მიეჩვევით და თვალებს აღარ დახუჭავს საფრთხის დროს. სამწუხაროდ მეტს ვერაფერ გირჩვეთ, რაც შეეხება დამამშვიდებელს, ონლაინ რეჟიმში მხოლოდ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება შეგვიძლია გირჩიოთ (ვალერიანი, ალორა, ნოოპასიტი ან ბარამბო), მაგრამ უმჯობესია თუ მიმართავთ ფსიქონევლორლოგს, რომელიც მედიკამენტებით და ფსიქოტერაპიით საბოლოოდ დაგაძლევინებთ ამ პრობლემას.