რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯოაბა! ვარ 14 წლის, 176 სმ,86 კგ, მაინტერესებს თუ შეიძლება მოვიწყო განტვირთვის დღე და ამ დღეს მივიღო რაიმე მსუბუქი შარდმდენი მედიკამენტი? თუ შეიძლება მაშინ რომელიმე მედიკამენტს ხომ არ მირჩევდით? ან სხვა რაიმე განტვირთვის საშუალებას ხომ ვერ მეტყოდით? წინასწარ გმადლობთ პასუხისათვის!
პასუხი
-არ შეიძლება; დაუბალანსებელი კვების დროს მოზარდის ორგანიზმი საფრთხის წინაშე დგება, ამიტომ საიტიდან წონაში დასაკლებად დიეტის დანიშვნა არ არის რეკომენდებული, მითუმეტეს შარდმდენების მიღება; ჯანმრთელობის დაუზიანებლად და მაყარი ეფექტის მისაღებად უნდა მიმართოთ დიეტოლოგს; ეს ასაკი გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების, ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზნით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდის პროცესზე. გამორიცხეთ ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. დაიცვით კვების სწორი რეჟიმი. და რაც მთავარია...ივარჯიშეთ! პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის.
მაინტერესებს ესე ამბობენ რომ პურის ნაცვლად მჭადი არის მიზან შეწონილიო.და პურის ნახვლად რომ მივიგო დავიკლებ??და დიეტის სახით რომელი სათის. მერე არ უნდა ვჩამოთ??