რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. მყავს 11 თვის პატარა. დაბადებიდანვე აქვს ცხვირის პრობლემა. ახალშობილი გრიპიანივით ხრუტუნებდა ცხვირში და სისტემატიურ გასუფთავებას საჭიროებდა. როგორც სამშობიაროში ამიხსნეს ეს ნაყლაპი წყლის პრობლემა იყო. დაახლოებით ორი კვირის წინ გაცივდა და გაუარა უკვე ყველაფერმა. მაგრამ ეს თითქოს ხრუტუნი ცხვირში და არასრულფასოვანი სუნთქვა მაინც გვაწუხებს. ექიმის ყველა დანიშნულებას ვასრულებთ, მაგრამ პრობლემა რჩება. მირჩიეს ე.წ. "ჩამბერავი", რომელიც რაღაც მექანიკური ქმედებით ცხვირზე ასუფთავებს მთლიან ღრუს გადაცდენილი საკვებისგან და ა.შ. მაინტერესებს რაიმე რისკი ხომ არ აქვს მსგავს მკურნალობას და რამდენად მირჩევთ ბავშვის "ჩამბერავთან" მიყვანას? მადლობა წინასწარ.
პასუხი
-რადგან ამ დრომდე გაგრძელდა ეს პრობლემა, ჩვენ გირჩევთ ბავშვის მდგომარეობა შეაფასოს რინოლგმა (ოტო-რინო-ლარინგოლოგმა). ბავშვის ზემო სასუნთქი გზების თავისებურების გამო ჩვილ ბავშვებში ხშირია ხმაურიანი, ეგრეთ წოდებული “ხრუტუნით სუნთქვა”. თუ დაბადებიდანვე აღინიშნება ხმაურიანი სუნთქვა, მისი გამომწვევი უმეტესად სასუნთქი გზების (ცხვირის, ცხვირ-ხახის, ხორხის) განვითარების ანომალიაა. მიზეზის დადგენის გარეშე ნუ მიმართავთ თვითნებურად პროცედურების ჩატარებას, მითუმეტეს "ჩაბერვას".