-ყელი დამიჩირქდა, ერთი დღე დილიდან 38-დან29-მდე მქონდატემპერატურა,პარაცეტამოლმა ვერ დააგდო, მეორე დღეს შედარებით ნაკლები ტემპერატურა მქონდა, ყელში სოდიანი წყალი გამოვივლე, თბილი, გუშინ იოდინოლი გამოვივლე,მემგონი ცოტა მიშველა, სარკით ჩავიხედე გლანდები შევათვალიერე (მედიცინასთან მთლად შორს არ ვარ ელემენტარულები მაინც მესმის) და ვნახე რომ შიქნითა მხრიდან დაჩირქებულია, ექიმთან მისვლა ვცადე, უბნის ექიმთან, იმხელა რიგი დამხვდა გული რო შეგიწუხდეს ადამიანს რიგში დგომისას ექიმთან მაინცარმიგიშვებენ სასწრაფოში დარეკავენ რომ რიგი არ დაეკარგოთ, რაიონში ვარ და ასეა სიტუაცია, რავიცი, მოკლედ დღესაც ვცდი, იქნებ როგორმე მივაღწო ექიმამდე, მინტერესებს რით შემიძლია ვიმკურნალო, ანტიბიოტიკები აღარ არის ურეცეპტოდ, ამიტომ ვერაფერს ვშვები, იოდინოლი, სოდიანი წყალი, მალინის და ლიმნის ჩაი, სხვა არაფერი მაგონდება ამ შემთხვევისთვის, ნუროფენი მქონდა შემორჩენილი 3 ტაბლეტი, დავლიე დილით და საღამოთი და სულ ეს იყო, ასევე სეპტოლეტე პლუსი. პროფესიონალის რჩევა მჭირება როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო მკურნალობა ექიმის გარეშე? ან რაიმე შეცდომით და არასწორად თუ მაქვს გაკეთებული შემისწორეთ. მადლობაწინასწარ.
-ასეთ შემთხვევაში შედეგის მომცემი ოტოლარინგოლოგის გასიჯვა და მის მიერ დანიშნული მკრნალობაა, ტონზილიტის მკურნალობა ექიმის გარეშე, საიტიდან, დაუშვებელია.ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობაც დაუშვებელია. ანტიბიოტიკის დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმს.
ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება.
მცენარეული პრეპარატებიდან კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხახის სანაციისთვის როგორც ანგინის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის დროს.
კარგია თაფლიც - ერთი კოვზი ჭამის წინ დღეში სამჯერ, პირში 1-2 წუთს გაჩერებით (ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია), ასევე - ლიმონიანი ჩაი ან უშაქრო ლიმონის დაღეჭვა.