მაინეტერესებს განიკურნება თუ არა ბ ჰეპატიტის მატარ... | ჰეპატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ჰეპატოლოგია

კატეგორია - ჰეპატოლოგია

13-10-2014

-მაინეტერესებს განიკურნება თუ არა ბ ჰეპატიტის მატარებელი ადამიანი და რამდენია შანსი რომ კოცნის დრო გადაედოს პარტნიორს?

პასუხი
-არსებობს B ჰეპატიტის მწვავე და ქრონიკული ფორმა,  B ჰეპატიტის მწვავე ფორმის სრული განკურნება შესაძლებელია. მოზრდილთა უმრავლესობა ამ დაავადებას მკურნალობის გარეშეც მოერევა. B ჰეპატიტი ოფიციალურად მიეკუთვნება თვითგანკურნებად დაავადებათა რიცხვს - ასიდან 85-90 შემთხვევაში ავადმყოფი თავისთავად იკურნება, ამიტომ მწვავე B ჰეპატიტის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების შემთხვევაში სპეციფიკური ანტივირუსული (ვირუსის საწინააღმდეგო) მკურნალობა ნაჩვენები არ არის.  მწვავე B ჰეპატიტის მძიმე მიმდინარეობისას შესაძლოა დაინიშნოს ანტივირუსული პრეპარატი;
შემთხვევათა 10-15%-ში შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული B ჰეპატიტი. რომლის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფიბროზი და ციროზი.
არანამკურნალებ შემთხვევებში ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა საშუალოდ 40%-ს ვირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ უვითარდება ღვიძლის ციროზი და/ან ჰეპატოცელულარული კარცინომა, რის შემდეგაც დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ღვიძლის უკმარისობით სრულდება.
რაც შეეხება გადადებას, B ჰეპატიტის ვირუსი აღმოჩენილია ინფიცირებულთა ნერწყვში, ცრემლებსა და განავალში. თუ ეს გამონაყოფები ადამიანის დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვდა, ინფიცირება მოსალოდნელია, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა. დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსიდან ვირუსი ორგანიზმში ვერ აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ B ჰეპატიტი არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით - ხელის ჩამორთმევისას, საუბრისას, საკვების, საერთო ჭურჭლის მეშვეობით, ამიტომ დაავადებული ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და იზოლაციას არ საჭიროებს.
კომენტარები
21 აგვისტო 2015 23:29
მოგესალმებით, ვარ B-ჰეპატიტის მატარებელი ასევე მაქვს, ღვიძლში ჰემანგიომა და მაქვს ფიბროზის მეორე სტადია, უმუშევარს, მარტოხელას არ მაქვს იმის საშუალება რო ვიმკურნალო და ვიკვებო სწორად, მაინტერესებს მაქვს შანსი რომ რაიმე უფასო მკურნალობის?
21 აგვისტო 2015 23:27
მოგესალმებით, ვარ B-ჰეპატიტის მატარებელი ასევე მაქვს, ღვიძლში ჰემანგიომა და მაქვს ფიბროზის მეორე სტადია, უმუშევარს, მარტოხელას არ მაქვს იმის საშუალება რო ვიმკურნალო და ვიკვებო სწორად, მაინტერესებს მაქვს შანსი რომ რაიმე უფასო მკურნალობის?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად