რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ბოლო თვენახევრის განმავლობაში მქონდა 2 ძირმაგარა, მალამოების საშუალებით ორივე მალე უპრობლემოდ მორჩა, მაგრამ იქვე ახლოს გაჩნდა პატარა სიმაგრე, (არ მტკივა, არც თავი აქვს) უფრო დიდი იყო ახლა დაპატარავდა, თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს? და რამდენად საშიშია?
პასუხი
-ძირმაგარა ანუ ფურუნკული არის კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახე. მისი აღმოცენების მიზეზია მიკრობების გააქტივება და კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება. აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევაც, რადგანაც კანის ჩირქოვანი ინფექციებისადმი მიდრეკილება ხშირია დიაბეტის დროს. ფურუნკულების წარმოქმნას ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიგიენის წესების დაუცველობაც – იშვიათად დაბანა, ერთი და იგივე ტანსაცმლის დიდი ხნის განმავლობაში ტარება. ახალწარმონაქმნის ადგილზე გაიწმინდეთ კანი ქაფურით, დაიტუშეთ ელემენტი თეთრი კასტელანით, წაისვით კვანძზე იხტიოლი (მაგალითად, საღამოს 2-3 საათით), შეზღუდეთ საკვებ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა.