რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ყოველ მესამე დღეს მაქვს თმები დასაბანი ამასთან ძალიან მცვივა და შემითხელდა რასაც ძალიან განვიცდი.ამასთან ანალიზებიც მაქვს გაკეთებული ფარისებრი ჯირკვალზე და ასევე სისხლის საერთო ანალიზი და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.რა ვქნა როგორ მოვიქცე რა შეიძლება იყოს ცვენის მიზეზი?თმის ცვენის შესაჩერებლად ,რომელ მედიკამენტს მირჩევთ რომ მივიღო მეგაშელკალს თუ პერფექტილს? რომელი უფრო უკეთესია?და როგორ მივიღო რა დოზით?ასევე რომელ შამპუნს მირჩევთ რომ გამოვიყენო ცვენის შესაჩერებლად? გთხოვთ სწრაფად გამცეთ პასუხი ძალიან მეჩქარება და ვნერვიულობ..22 წლის ვარ გოგონა
პასუხი
-როგორც ჩანს სებორეულ ალოპეციას აქვს ადგილი, რასაც ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფია და კანის მიერ გამოყოფილი ცხიმის ხარისხის შეცვლა. ამ დროს აუცილებელია სებორეის მკურნალობა (დერმატოლოგთან), რის შემდეგაც თმის ცვენის პრობლემა ძირითადად თავისთავად მოგვარდება. შეგიძლიათ გამოიყენეოთ Novo phane კაფსულები (შეიცავს C, E, B5, B6, B2, H)- 2 თვე, 2 კაფსულა საუზმის დროს, ასევე Novo phane-ის ლოსიონს 7-10 შესხურება დღეში 1-ჯერ, თუ ქერტლის პრობლემაც გაწუხებთ გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Novo phane K (125 მკ) (ინსტრუქცია მოითხოვეთ) (ისის ფირმა- საფრანგეთი). ცხადია, საფუძვლიანი მკურნალობის მიზნით მდგომარეობა უნდა შეაფასოს დერმატოლოგმა/ტრიქოლოგმა (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას).