-მოგესალმებით. მაინტერესებს ასეთი რამ. ლ-თიროქსინის არასწორად მიღების გამო, შესაძლებელია თუ არა, განვითარებულიყო ნევროზული სიმპტომები, როგორებიცაა: სახეზე წამოხურება, ოფლიანობა, სიარულისას ორიენტაციის შეუნარჩუნებლობა, მოჩვენებითი თავბრუსხვევა და მსგავსი რაღაცები. ვფიქრობ, არასწორად იყო დანიშნული ენდოკრინოლოგის მიერ ეს პრეპარატი და ახლა ამ სიმპტომებს ვერ ვაღწევ თავს. იქნებ, მირჩიოთ, უნდა დავაბრალო თუ არა ამ უკანასკნელს ეს ყველაფერი, რადგან, სხვა ყველაფერი გამოკვლეული მაქვს და ნორმაშია. თუ ეს ყველაფერი ამითაა გამოწვეული, იქნებ, შესაძლებელია, კვალიფიციური ენდოკრინოლოგი მითხრათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
-ლ-თიროქსინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციისათვის დამახასიათებელი მოვლენები : გულის ფრიალი , გულის რითმის დარღვევები , სტენოკარდია , კუნთების სისუსტე და კუნთების კრუნჩხვები , სიცხის შეგრძნება , ჭარბი ოფლდენა , სხეულის ტემპერატურის მომატება , ხელის თითების კანკალი , შინაგანი შფოთვის შეგრძნება , უძილობა , წონის დაკლება , ღებინება , ფაღარათი , მენსტრუალური დარღვევები , თავის ტკივილი , ქალასშიდა წნევის მომატება . ასეთი ჩივილების გაჩენისას აუცილებელია ექიმს მიმართოთ.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ზეპირად ვერ გეტყვით რამდენად შეიძლება თქვენი ჩივილი თიროქსინის დოზას უკაშვირდებოდეს, ამის გადამოწმება საკონტროლო ჰორმონული კვლევითაც შეიძლება. კონკრეტული სპეციალისტის რჩევა ჩვენ არ შეგვიძლია.