რა მაინტერესებს, მყავს სექს პარტნიორი, ჩემი პრობლ... | მამაკაცი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მამაკაცი

კატეგორია - მამაკაცი

13-10-2014

- რა მაინტერესებს, მყავს სექს პარტნიორი, ჩემი პრობლემა კი მდომარეობს იმაში, რომ როდესაც გვაქვს სექსი, პირველი თესლ დანთხევა ხდება ძალიან მალე, ხოლო დანარჩენი შემდეგი ჩვეულებრივ 4_5 ან მეტ ხანს გრძელდება ხოლმე, მაგრამ აი პირველი ძალიან მალე, რაღაც წამებში რაც ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის , თქვენთან სტატიები წავიკითხე ყველაფერი მაგრამ კონკრეტულად ასეთ შემთხვევაზე პასუხი ვერსად ვიპოვე და იქნებ დამეხმაროთ ან რამე მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, ექიმთან მისვლის უხერხულობა არ მაქვს, უბრალოდ თანხის ამბავში ცოტა "გაჭედილი" ვარ და ერთადერთი გამოსავალი ეხლა თქვენგან პასუხის მიღებაღა დამრჩა.... მადლობა წიასწარ

პასუხი
- ნაადრევი ეაკულაცია ძალზე შემაწუხებელია როგორც მამაკაცისთვის, ასევე მისი პარტნიორისთვისაც. ასეთ დროს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა წუთს, წუთ-ნახევარს არ აღემატება, ამ მოკლე ხანში კი პარტნიორის დაკმაყოფილება, ცხადია, შეუძლებელია. ხშირად ნაადრევ ეაკულაციას უკავშირებენ ინფექციებს, პროსტატიტს, თვეობით, წლობით მკურნალობენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. იხარჯება ფული, იკარება დრო... ნამდვილი მიზეზი კი შესაძლოა ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ხასიათისა იყოს. 
ფიზიოლოგიური მიზეზებიდან აღსანიშნავია ანთება, იშვიათი სქესობრივი კონტაქტი, სხვა დაავადებების გამო ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც აღგზნებაზე ახდენს გავლენას. ნაადრევი ეაკულაციის კიდევ ერთი მიზეზია სპეციფიკური ნივთიერების ნაკლოვანება  თავის ტვინში. საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს. შესაბამისად, მკურნალობა გულისხმობს ისეთი პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც აღნიშნულ რეცეპტორებზე მოქმედებს. დაბოლოს, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომეტებული მგრძნობელობა. ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის მგრძნობელობა დროებით დაიკლებს და ამის ხარჯზე სქესობრივი აქტი გახანგრძლივდება. სპეციალური მკურნალობით შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3-13-ჯერ. მკურნალობის ეფექტი თვალსაჩინო გახდება 1-2 კვირის თავზე, ხოლო შედეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. 
სამწუხარდ, თქვენ უნდა მიმართოთ უროლოგს, რომელიც დაადგენს თქვენს  შემთხვევაში გამომწვევ მიზეზებს და მოგცემთ შესაბამის მკურნალობას. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად