გთხოვთ მიპასუხოთ,უმორჩილესად გთხვოვთ,ძალიან მჭირდე... | თვალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - თვალი

კატეგორია - თვალი

13-10-2014

-გთხოვთ მიპასუხოთ,უმორჩილესად გთხვოვთ,ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა,ჯიბლიბო მქონდა თვალზე,მომიმწიპდა და გამოირწყა,რამოდენიმე დგის შემდეგ ისევ ტკივილს ვგრძნობ იმავე თვალზე,ცოტატი,შეწითლება არარის ჯერ,ძაალიან პატარა წერტილისოდენა ძიძიბია,შეუმჩნეველი თითქმის,18ში ქორწილი მაქვს და იქნებ მირჩიოთ რაიმე რამაც შეიძლება ანთება ჩააქროს ან მოწვას და აგარ განვითარდეს.

პასუხი
-დასაწყისში სანამ ჯიბლიბო დამწიფდება შესაძლებელია ფრთხილად სპირტით ან ბრილიანტის მწვანით დამუშავება; სამკურნალოდ გამოიყენება მშრალი სითბო, ფიზიოთერაპია. ქუთუთოებზე - მაზები, რომლებიც შეიცავენ სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებს. ხალხური მედიცინიდან გირჩევთ ასეთ საშუალებას: კვერცხი მოხარშეთ და ცხელივე ნაჭუჭიანად დაადეთ მტკივან ადგილას (მოხარშული კვერცხი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ასეთი ე.წ. მშრალი სითბო ანთებითი პროცესის მომწიფებას უწყობს ხელს). რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს პროცედურა და ჯიბლიბო მალე გაიხსნება.
ჯიბლიბო - თმის ფოლიკულის ან წამწამის ძირში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება. დასაწყისში აღინიშნება ქუთუთის კიდის ქავილი, შემდეგ კი მცირე ზომის შესიება, 2-4 დღის შემდეგ მის მწვერვალზე ჩნდება მოყვითალო თავი, შიგტავსი ჩირქოვანი მასით არის სავსე იგი ვითარდება ბაქტერიული ფლორით (როგორც წესი, ეს არის სტაფილოკოკები – ჩირქის გამომწვევი მავნე ბაქტერიები. ) ინფიცირების შედეგად. ჯიბლიბოს განვითარებაში დამნაშავეა ინფექციები. ჭუჭყიანი ხელებით თვალების ქავილი, ჭუჭყიანი პირსახოცით სარგებლობა, ჯიბლიბოს გამოწვევა შეუძლია წამწამის პარაზიტს_ დემოდექსს, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება (კუჭ-ნაწლავის), შაქრიანი დიაბეტი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სტატუსის დაქვეითება.
მორეციდივე ჯიბლიბოს დროს მიაკითხეთ ექიმს, რათა სხვა დაავადება არ გამოგეპაროთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად