რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა ვარ 30 კვირის ორსული და მომატებული მაქვს 10 კილო, თავიდან ვიყავი 58 და ახლა ვარ 68 , რამდენად ნორმალურია ასეთი მდგომარეოობა ? ექიმმა წონა აკონტროლე და ცომეულს, ტკბილეულს და მარილიან საკვებს მოერიდეო, მაინტერესებს თვეების მიხედვით როგორი უნდა იყოს წონის მატება ? მადლობა წინასწარ
პასუხი
-ორსულობის დროს მთლიანი წონის ნამატის ნორმალური მაჩვენებელია 12-14 კგ. თქვენ არ გვწერთ თქვენს სიმაღლეს რომ ზუსტად განვსაზღვროთ რამდენია თქვენთვის წონის ნორმალური ნამატი. რადგან ექიმმა გაგაფრთხილად გაითვალისწინეთ მისი რჩევები. გადახედეთ თქვენი კვების რაციონს, ამოიღეთ ცომეული და ტკბილეული, აუცილებლად უნდა მიირთვათ რძის ნაწარმი, ხორცი და ხილი და ბოსტნეული. წონის რეკომენდებული ნამატის განსაზღვრისთვის მნიშვნელობა აქვს ორსულობამდე მასის ინდექსს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იყო თუ არა მაშინ წონის რომელიმე პრობლემა (სიჭარბე ან დეფიციტი), ამისთვის საჭიროა გამოითვალოს ე.წ. სხეულის მასის ინდექსი (BMI). BMI = სხეულის მასა (კგ-ში)/სიმაღლე2 (მეტრებში) ინდექსის მიხედვით შესაძლოა ზუსტად ვიმსჯელოთ წონის ნორმალურ ციფრებზე: 16-ზე ნაკლები - ითვლება წონის გამოხატულ დეფიციტად 18-25 - ნორმალური მაჩვენებლებია 25-30 - სხეულის ჭარბი წონა (არ ითვლება სიმსუქნედ) 30-35 – I ხარისხის სიმსუქნე 35-40 – II ხარისხის სიმსუქნე 40-ზე მეტი - III ხარისხის სიმსუქნე. თუ დაორსულებამდე თქვენი მასის ინდექსი ნორმის ფარგლებში ჯდება, ორსულობის დროს წონაში მატების ნორმალური მაჩვენებლებია - 12-14 კგ. თუ მასის ინდექსის მიხედვით (≥25) ფიქსირდებოდა ჭარბი წონა, ორსულობის დროს რეკომენდებული წონის ნამატია - 8-12 კგ. თუ ორსულობამდე ადგილი ჰქონდა წონის დეფიციტს (≤16), აუცილებელი ნამატი შეადგენს 14-18 კგ.