რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ფრჩხილები სწრაფად აღარ მეზრდება ეს ბოლო პერიოდია რამე დააავადების ნიშანია?
პასუხი
-ფრჩხილის ზრდას აფერხებს მკაცრი დიეტა, როდესაც რაციონი საჭიროზე გაცილებით ნაკლებ ცხიმს, ცილასა და ვიტამინებს შეიცავს; ასევე - დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. ფრჩხილის ზრდას აფერხებს შინაგან ორგანოთა ზოგიერთი პათოლოგია, ზოგი მათგანი კი ფირფიტას ფორმასა და შესახედაობას უცვლის. ხელის ფრჩხილები კვირაში საშუალოდ 1 მმ-ით იზრდება, ფეხისა - 0,25 მმ-ით. ამის გათვალისწინებით, თუ ფრჩხილი ნორმალურად იზრდება, ამ პროცესის დაჩქარება შეუძლებელია და არც არის საჭირო, ფრჩხილის, თმის ზრდის პროცესი ინდივიდუალურია. თუ რაიმე დარღვევას ამჩნევთ, უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.