რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, შარდი მაქვს ძალიან მუქი , თითქმის წითელი . რა შეიძლება იყოს მიზეზი ?
პასუხი
-შარდის გამუქებისას პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ჰეპატიტის დიაგნოზი. დააკვირდით განავალს - თუ იგი გაუფერულდა (მოთეთრო ფერისაა), დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციონისტს. ჰეპატიტის დროს პაციენტს აღენიშნება აგრეთვე დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, დიარეა), სიყვითლე, უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ, მაგრამ შარდის გამუქება ერთ-ერთი პირველი ნიშანია. შარდის ფერის შეცვლა შეიძლებოდა გამოეწვია აგრეთვე საშარდე გზების პათოლოგიებს (ქვიშის ან კენჭის გავლას საშარდე გზებში), საშარდე გზების ანთებას, თუმცა ამ შემთხვევაში შესაბამისის ნიშნები უნდა გქონდეთ დამატებით ტკივილი წელის მიდამოში, დაბალი სიცხეები. შარდის გამუქებას იწვევს ზოგიერთი პრეპარატის და საკვების მიღება, ამიტომ თუ რაიმე ახალი პრეპარატი მიიღეთ, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია. შარდის გამუქება შესაძლებელია იყოს მცირე რაოდენობით სითხის მიღების შედეგადაც. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ გაიკეთოთ შარდის საერთო ანალიზი მისი გამუქების მიზეზის დასადგენად და მიმართოთ ექიმს.
გამარჯობათ,ვარ დაახლოებით 2 თვის გათხოვილი, ციკლი გადამიცდა 18 დღე, ვიყავი ექოსკოპიაზე, ორსულად არ ვარ. ასევე მაქვს ტკივილები შარდვისას, ექიმმა დამიდგინა საშარდე ბუშტის ანთება. დღეს საღამომდე როცა ვიწმენდდი საშოდან სისხლი მოყვებოდა მგონი... ციკლი მეგონა თუმცა პაკეტზე არანაირი ლაქა არ აქვს... რა შეიძლება იყოს, ხომ არ იცის ანთებამ ეს? ვერ გავიგე ციკლი იყო თუ შარდვისას გამოყვა სისხლი... გთხოვთ რაც შეგიძლიათ მალე მიპასუხოთ, დიდი მადლობა