რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,ჩემი ბავშვი 2 წლის და 8 თვისაა და შევიყვანეთ ბაღში ორ კვირაზე მეტია რაც დაგვყავს და ძალიან უჭირს შეგუება, მისვლისას ტირის და ერთ ამბებშია დილიდან ჩაცმისას უკვე ხვდება და ხასიათი ეცვლება ვესაუბრები ვუხსნი მაგრამ უშედეგოდ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობს, მთავარი პრობლემა რაც არის ბაღში არ ჭამს და არც წყალს სვავს,ბავშვებთან არ კონტაქტობს, ორი კვირაა ესე გრძელდება, დილით ჭამს და ისე მიგვყავს, მაგრამ 6-სთმდე ფაქტიურად მშიერია. დიდი მადით არ გამოირჩევა მაგრამ ეხლა მადის მომცემ ვიტამინსაც ვასმევთ ველკიდს, მაგრამ აპროტესტებს და ბაღში მაინც არაფერს აკარებს პირს, ფანჯარასთან ზის და ჩვენს მისვლას ელოდება. როგორ შეიძელბა მოვიქცეთ ან რამდენხანს შეიძლება დაველოდოთ შეგუების მომენტს, რომ ბავშვს ზიანი არ მივაყენოთ
პასუხი
-გირჩევთ, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ცოტა ხნით ნუ წაიყვანთ პატარას ბაღში და ოჯახურ სიტუაციაში მოუხსენით მას ეს სტრესი. პატარა ცოტა რომ მოიზრდება, წინასწარი ფსიქოლოგიური სამზადისის შემდეგ ხელახლა სცადეთ ბაღში მიყვანა. ოღონდ ეს არ გააკეთოთ ძალადობრივი მეთოდებით, ბავშვი უნდა დაიყოლიოთ ბაღში წასვლაზე. თუ დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ მის დაყოლიებას, მაშინ ფსიქოლოგს გაესაუბრეთ. ბავშვის ფსიქიკისთვის ბაღი დიდი ემოციური დატვირთვაა. ყველა იოლად ვერ უმკლავდება ამ სტრესს. 3-4 წლის ბავშვს ნორმალური განვითარების პირობებში ბაღთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეს. მცირე ასაკის ბავშვს კი, თუ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ წარმოიშვა, სასურველია, ტრავმა არ მივაყენოთ. ჩვენს საიტზე გაეცანით სტატიას "როგორ მივეჩვიოთ საბავშვო ბაღს" http://www.mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/2923-rogor-mivechvioth-sabavshvo-baghs.html