რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გავგიჯდები რაა :(( 6-ში ველოდებოდი მენსტრუაციას,მაგრამ 2-ში მომივიდა მხოლოდ ორი წვეთი და შემიწდა.დღეს უკვე 10 ია მაგრამ არ მომსვლია, ტესტი გავიკეთე მაგრამ უარყოფითი მიჩვენა, რისი ბრალი შეიძლება იყოს :((( ორი თვე არაა რაც გათხოვილი ვარ, წინა თვეს ტესტმა დადებითი მიჩვენა და რომ გავიმეორე ტესტი შემდეგ უარყოფითი იყო.
პასუხი
-გაიმეორეთ ტესტი წესების დაცვით, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეძიეთ ციკლის გადაცდენის სხვა მიზეზი. მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი ორსულობის გარდა შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ჰორმონული ცვლილებები, ენდოკრინული პათოლოგია, ფსიქოლოგიური ტრავმა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება. ციკლის ერთჯერადი გადაცდენა საგანგაშო არ არის, განმეორების შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ ციკლის ხანგრძლიობა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ორგანიზმი განიცდის ადაპტაციურ პროცესებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული ორსულობის დადგომაც ამ პერიოდში.