რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს მარილი? საჭიროა თუ არა საკვებში მარილის დამატება?
პასუხი
-ბუნებრივი სახით მარილი თითქმის ყველა პროდუქტშია, ხოლო ბავშვის ორგანიზმს ის იმდენად ცოტა სჭირდება, რომ სიცოცხლის პირველ ორ წელიწადს სულაც რომ არ მივაწოდოთ, პატარა ამით არ დაზარალდება! ბავშვის საკვებში მარილის დამატება შეიძლება 15-18 თვის ასაკიდან. ზუსტი დოზირებისთვის სასურველია მოამზადოთ მარილწყალი: აიღეთ 25 გ მარილი და გახსენით 100 მლ ცხელ წყალში, წამოადუღეთ, გადაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში, 100 მლ-მდე შეავსეთ მდუღარე წყლით და წამოადუღეთ. ამ ხსნარის ნახევარი ჩაის კოვზი (2,5 ლ) საკმარისია ბავშვის 200 მლ საკვებისთვის. ფაფას, ხაჭოს, რძესა და ხილფაფებს საერთოდ არ სჭირდება მარილის დამატება. ეს არ ეხება იოდიან მარილს - ხსნარის მომზადებისას იგი კარგავს იოდს, ამიტომ ასეთი მარილი მზა საკვებს უნდა დაუმატოთ.