რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მოგესალმებით.4 სექტემბერს მქონდა ბოლო ციკლი. 13-14 სექტემბრიდან მქონდა რეგულარული ურთიერთობა მეუღლესთან. ციკლის ცდომილება 2-3 დღე თუ მაქვს ძირითადათ. დღეის მონაცემებით ციკლი არ მაქვს თუმცა არ ტესტმა მიჩვენა დადებითი პასუხი და ვარ გაურკვევლობაში... თუ შეიძლება ამიხსენით რა ხდება ჩემს თავს? მადლობა.
პასუხი
-თქვენ არ გვწერთ ციკლის ხანგრძლიობას, რომ ცასახვისტვის სავარაუდო ხელსაყრელი პერიოდი განვსაზღროთ, მეტი სიზუსტისთვის ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ ციკლის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ, წესების დაცვით; საეჭვო ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48სთ-ის შემდეგ. განმეორებითი უარყოფითი პასუხის სემთხვევაში ეძიეთ ციკლის გადაცდენის სხვა მიზეზი, მენსტრუაციის შეწყვეტის მიზეზი ორსულობის გარდა შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ჰორმონული ცვლილებები, ენდოკრინული პათოლოგია, ფსიქოლოგიური ტრავმა, აკლიმატიზაცია, ზოგიერთი ინფექციური დაავადება. ციკლის ერთჯერადი გადაცდენა საგანგაშო არ არის, განმეორების შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს.