. ჩემი პატარა არის 11 თვის, აქვს 8 კბილი. ამ ასაკი... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

10-10-2014

-გამარჯობათ. ჩემი პატარა არის 11 თვის, აქვს 8 კბილი. ამ ასაკის შესაბამისად რას უნდა ჭამდეს? მადლობთ.

პასუხი
-11 თვის ბავშვი უნდა იკვებებოდეს 4 საათში ერთხელ, ე.ი. დღე-ღამეში 5-ჯერ, ღამის 8 საათიანი ინტერვალით. დღის განმავლობაში უნდა ღებულობდეს: ადაპტირებულ ნარევს ან დედის რძეს 200მლ, ხილის წვენი 90-100მლ, ხილის პიურე (გახეხილი, ცოცხალი) 90-100გრ; ხაჭო 50გრ, კვერცხის გული ½, ფაფები (წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი) 200გრ, ხორცის ფარში 60-70გრ, მაწონი , პური 10გრ. ორცხობილა ან პეჩენია 10-15 გრ, ზეთი 6 მლ, კარაქი 6 გრ. ბოსტნეულის სუფ-ფაფას, საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 - ჯერ.
განაწილება უნდა მოხდეს ასე: პირველი და ბოლო კვება უნდა იყოს უფრო მსუბუქი - დედის რძე ან მაწონი ან ადაპტირებული ნარევი. მაწონი შეიძლება იყოს გამდიდრებული ხაჭოთი ან ორცხობილათი. მეორე და მეოთხე კვება შეიძლება იყოს რომელიმე ბურღულის 10%-იანი ფაფა, პლუს ხილის დესერტი ან მეოთხე კვება პიურე. მესამე კვება უნდა იყოს სადილი - ბოსტნეულის სუფი, ხორცი, თევზი, კვერცხი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად