რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა! ვარ 30 წლის ქალბატონი, 1 წლის და 3 თვის წინ ტრავმის შედეგად მივიღე (როგორც ტრავმატოლოგმა მითხრა მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევის შედეგად) გულმკერდის მე-3 მალის მოტეხილობა, ზურგის ტვინი არ იყო დაზიანებული, დამენიშნა 4 კვირიანი წოლითი რეჟიმი მყარ ზედაპირზე გაუნძრევლად. ახლა წოლის და ჯდომის დროს მაქვს მარჯვენა ხელის მე-4 და მე-5 თითებში ძალაგამოცლილობის შეგრძნება, რამდენად შეიძლება ეს სიმპტომი იყოს გამოწვეული ტრავმისგან? და თუ ეს ასეა რამდენად არის შანსი იმისა, რომ გართულდეს არსებული მდგომარეობა. ასევე მაინტერესებს არსებულ მდგომარეობაში რამდენად შეიძლება მივიღო ფიზიკური დატვირთვა (მაგ: ვარჯიში) ექიმის კონსულტაციის ან გამეორებითი გამოკვლევის გარეშე?
პასუხი
- სავსებით შესაძლოა ეს სიმპტომი გამოწვეული იყოს ამ პათლოგიით, გართულების შანსები ინდივიდუალურია, თუმცა ალბათობა არსებობს, დამძმებული ანამნეზიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვარჯიშებს, სამწუხაროდ, ამის შესახებ უფლების გაცემა შეუძლია მკურნალ ექიმს, რომელიც გაცნობილია თქვენს ანამნეზს და ამჟმინდელ მდგომარეობას; მის გარეშე დამოუკიდებლად ვარჯიშის დაწევას არ გირჩევთ - პირველ რგიში დაადგინეთ თქვენ ამჟამინდელი მდგომარეობა.