რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ხშირად ფეხზე მიბრუნდება ფრჩხილები განსაუტრებით ცერა და შუა თითებზე და ძალიან მტკივა ვიჭრი და პერეკისს ვისხამ რა ვუყო როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა მახსენებს თავს ზალიან ხშირად გავიზარდო კარგად იქნებ მერე არ ჩამიბრუნდეს თუ რაიმე პრეპარატი არსებობს ამისთვის დიდი მადლობა თქვენ არასოდეს მტოვებთ უყურადღებოდ
პასუხი
-ფრჩხილის ჩაბრუნება უმეტესად ფეხსაცმლის ბრალია. თუ ფეხსაცმელი ვიწროა, მოუხერხებელი, ფრჩხილი არასწორი მიმართულებით იზრდება. ფრჩხილის ჩაზრდისს შესაძლო მიზეზია ასევე ფრჩხილის დეფორმაცია ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და სხვა მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის გამო, ანდა არასწორი დაჭრა - ზოგი ფრჩხილებს იშვიათად აჭრის, ისინიც მეტისმეტად იზრდება და თავისით ტყდება, ანდა კი არ მოამრგვალებს, არამედ წვეტიან კიდეებს უტოვებს. ზოგჯერ ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი ფირფიტის თანდაყოლი დეფექტია. თანდაყოლილი დეფექტის დროს ფრჩხილი ორივე მხრიდან ჩაიზრდება, შეძენილის შემთხვევაში კი მხოლოდ ზეწოლის მხარეს. შეძენილი დეფექტის შემთხვევაში მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ფრჩხილის ჩაზრდა აღარ გამეორდება. თანდაყოლილის დროს კი საჭიროა ოპერაციული ჩარევა ნაკლის გამოსასწორებლად. ხოლო ის თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს, რჩევების სანახავად გადადით ბმულზე http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=106669