რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პირველი ბავშვი დამეღუპა გართულებული მშობიარობის გამო.ექიმმა მთხოვა კოლპოსკოპიის გაკეთება და რა შეიძლწბა ამით განსაზღვროს?
პასუხი
- ეს გახლავთ კლინიკური გინეკოლოგიური კვლევის მეთოდი სპეციალური ოპტიკური დანადგარის - კოლპოსკოპის საშუალებით, რაც უმნიშვნელო დეფექტების - უმნიშვნელო ეროზიების, მცირე ზომის სიმსივნეების, საშვილოსნოს ყელში, საშოში, ვულვაში მიკროსისხლჩაქცევების - დიაგნოსტიკის საშუალებასაც კი იძლევა. ამის გამო კოლპოსკოპია შეუცვლელი მეთოდია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. კოლპოსკოპიის დახმარებით შეიძლება დიაგნოსტირდეს საშვილოსნოს ყელის შემდეგი პათოლოგიები: საშვილოსნოს ყელის ეროზია, დისპლაზიები, პოლიპები, საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანის ჰიპერპლაზია, ლეიკოპლაკია, ერითროპლაკია, კონდილომები, პაპილომები, საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადია.