რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. ვარ 21 წლის მაწუხებს სულ მუდმივი დაძაბულობა, შიშით ვიღვიძებ და შიშით ვიძინებ არ ვიცი რა მჭირს დაახლოებით 2 წელია ესე მაქვს მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დაახლოებით 1თვეა სულ ამ შიშში ვარ რამე არ დამემართოს არ მოვკვდე და ეგეთი რაღაცეები იქნებ მირჩიოთ რა ვქნა ამასთან ხასიათიც გამიფუჭდა ეს ასაკობრივი ხომ არ არის?
პასუხი
-ეს არის ნევროზი, რომელიც საჭიროებს საკმაოდ სერიოზულ და ხანგრძლივ მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტის ჩარევაც ხდება საჭირო. ნევროზს გააჩნია თავისი გამომწვევი მიზეზი. ნევროზის მკურნალობის და მისგან თავის დაღწევის პირველი ნაბიჯი გამაღიზიანებელი ფაქტორის მოცილება, მოშორებაა. თუ გიჭირთ გაერკვეთ თქვენ პრობლემებში, მაშინ უნდა ესტუმროთ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს და მასთან ერთად დასახოთ აღნიშნული პრობლემიდან თავის დახსნის საშუალებები და გზები. მათთან გაარკვევთ რამდენად საჭიროებთ ნევგროლოგიურ მკურნალობას. პარალელურად აუცილებლელია ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ – სპორტი, ცურვა და ზოგადად ვარჯიშები, ასევე, კარგია ბუნებასთან ხშირი კონტაქტი. მეგობრების წრეში დროის გატარება, თქვენთვის საინტერესო, საყვარელი საქმით დაკავება.