რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში სისხლძარღვების შევიწროვებას და სისხლის მიმოქცევას
პასუხი
-სისხლძარღვების შევიწროებას მკურნალობენ იმის შესაბამისად, თუ რამ გამოიწვია ეს შევიწროება. თქვენ უნდა მიმართოთ ანგიოლოგს და ის დაადგენს მიზეზს. ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა. დასმული შეკითხვა ზოგადია, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კერძოდ, ფაქტორები , რომლებიც ყველაზე ხშირად და ძლიერ აზიანებენ სისხლძარღვებს: ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები: არარაციონალური კვება - სუფრის მარილის ჭარბი და კალიუმის მარილების არასაკმარისი მიღება, ცხარე საკვები, სანელებლები, მწნილეული, ცხოველური ცხიმებით მდიდარი მენიუ, დაკონსერვებული პროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის სიჭარბე; სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე; მავნე ჩვევები - თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; ჰიპოდინამია - ფიზიკური აქტიურობის შემცირება; ჭარბი წონა; არასრულფასოვანი დასვენება - ძილის რეჟიმის დარღვევა; სტრესული სიტუაციები - ქრონიკული ფიზიკური და ემოციური გადაღლა; არაჯანსაღი ცხოვრების წესი - ფეხზე დიდხანს დგომა, მძიმე ფიზიკური შრომა, დიდხანს ჯდომა (მჯდომარე პროფესია), ხანგრძლივი და ხშირი მგზავრობა; მემკვიდრეობა - სისხლძარღვოვანი დაავადებებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა; სქესი - დაზიანებას განაპირობებს სქესიც. ვენების ვარიკოზული დაავადება უმთავრესად ქალებს ემართებათ, არტერიული პათოლოგიები კი უმთავრესად მამაკაცების ხვედრია.