ჩემს ბიჭს აქვს სუსტი ბრონხები... ყოველი გაციება ს... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
09-10-2014

-გამარჯობათ ჩემს ბიჭს აქვს სუსტი ბრონხები... ყოველი გაციება სურდო, საშინელი ბრონხული ხველით გვიმთავრდება. მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე საბავშო პრეპარატი რომელიც უშუალოდ ბრონხო იმუნიზატორია და თუ შეიძლება 3 წლის პატარას დავალევინო.. ვშიშობ ბრონხიალურ ასთმაში არ გადაეზარდოს ეს ყველაფერი მადლობას გიხდით წინასწარ

პასუხი
-გირჩევთ საგულდაგულოდ გამოიკვლიოთ პატარას ყელი, ფილტვები, რათა გამორიცხოთ ქრონიკულად და ფარულად მიმდინარე ინფექციები. პირველ რიგში მიმართოთ კვალიფიციურ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რადგან ჩივილის მიზეზი შესაძლოა ყელში არსებულ ანთების კერას უკავშირდებოდეს.
ამასთან გაითვალისწინეთ, რეკომენდებულია მოარიდოთ ბავშვი დაავადებულებთან კონტაქტს, ხშირად დააბანინოთ მას ხელები, თავიდან აიცილოთ სხეულის გადაციება, თუმცა არც ზედმეტად თბილად ჩაცმაა საჭირო. რასაკვირველია მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება (რაციონი გაამდიდრეთ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, რძის ნაწარმით,ხორცით, ახალგამოწურული ხილ-ბოსტნეულის წვენით) და სუფთა ჰაერი და რაც მთავარია გაკაჟება - ის რესპირატორული ინფექციების განვითარების ალბათობას ამცირებს. ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და საზოგადოდ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კურორტები. გირჩევთ, დაისვენოთ ბავშვთან ერთად მაღალმთიან კურორტებზე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად