რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, გავთხოვდი 5 ივლისს, ორსულად ჯერ არ ვარ, მენსტრუაციული ციკლი მაქვს დარღვეული, ანუ სეზონიდან სეზონზე გადასვლის დროს პირველ თვეს მიგდებს, მაგალითად აი ახლა სექტემბერი ხომ არის შემოდგომის პირველი თვე და ამ თვეს ჩამიგდებს შემდეგ თვეში ჩვეულებრივ მომივა, ასეთ ფონზე შესაძლებელია თუ არა რომ დავორსულდე?წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
-არარეგულარული ციკლის დროს ორსულობა შეიძლება განვითარდეს, გააჩნია რა არის დარღვევის მიზეზი, მაინც უმჯობესია ციკლის დარღვევის მიზეზი წინასწარ დადგინდეს, რათა ორსულობის დროს არ შეიქმნას ჰორმონული დისბალანსის პრობლემები. ასე, რომ დააკვირდით თუ სექსუალური ცხოვრების დაწყების შემდეგაც აგეღნიშნათ ციკლის არარეგულარობა, მიზეზის დასადგენად მიმართეთ გინეკოლოგს.
დიდი მადლობა,კიდევ ერთი კითხვა მაქვს, აქვს იმას მნიშვნელობა კაცი და ქალი ერთად განიცდის თუ არა ორგაზმს?ანუ თუ ჩემი მეუღლე უფრო ადრე განიცდის და მე გვიან და ერთმანეთს არ ემთხვევა ორგაზმი,შესაძლებელია დაორსულება არ მოხდეს?