მოგესალმებით,გთხოვთ,მალე მიპასუხოთ...2 კვირაზე მეტ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-10-2014

-მოგესალმებით,გთხოვთ,მალე მიპასუხოთ...2 კვირაზე მეტია,გაციებული ვარ,მახველებს, ცხვირიდან ლორწო ჩამდის ხახაში,რის შედეგადაც დამიგროვდა ნახველი.ოჯახის ექიმთან ვიყავი,ფილტვები და ბრონქები სუფთააო.სიცხე არ მაქვს,მაგრამ უმადოდ ვარ და მოდუნებული, კუნთები მტკივა, ხველებისგან მუცელი და მუცლის პრესიც. ცოტა მეშინია,რამე ვირუსი არ იყო.თუ აუცილებლად მექნებოდა მაღალი სიცხე ვირუსის დროს?შინაგანი ორგანოები ხომ არ დამიზიანდება?

პასუხი
-როგორც ჩანს დასუსუტება და ძლიერი ხველაა კუნთების ტკივილის მიზეზი, ექიმმა უნდა გამოგიწეროთ მედიკამენტები ცხვირში ჩასაწვეთრებლად და ხველებისთვის ხველის ტიპიდან გამომდინარე. მიიღეთ რომელიმე პოლივიტამინური კომპლექსი. პარალელურად, გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად მიმართეთ ხალხურ მედიცინასაც, ღამით, დაწოლის წინ ეფექტურია ორთქლის ინჰალაციაც: კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაამატეთ ევკალიპტის ფოთლები, კიდევ 2-3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 5-7 წუთი ისუნთქეთ ნახარშის ორთქლი. უშუალოდ პროცედურის წინ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სოჭის ზეთი. ისუნთქეთ ორთქლი პირითაც და ცხვირითაც.
ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი იოდი და ჩაყარეთ მწიკვი მარილი. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში. კარგი იქნება, თუ გამორეცხვას დღეში 3-4-ჯერ ჩაიტარებთ.
ძალიან ეფექტურია თაფლის მასაჟი - აცხრობს ხველას და აქვეითებს ტემპერატურას. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, შეათბეთ 40 გრადუსამდე, დაისველეთ მასში თითის წვერები და ნელა შეიზილეთ მკერდის ძვლის მიდამოში. მასაჟი გააგრძელეთ 1-2 წუთს. გაიმეორეთ სამი დღე მაინც.
ხველებისთვის შეგიძლიათ სვათ ვირისტერფას, მრავალძარღვას და შავი მოცხარის ფოთლების ჩაი. კარგია ხახვის სიროფიც: საშუალო ზომის ხახვი კანკანად გარეცხეთ, დაფარეთ წყლით, დაამატეთ 50 გრამი შაქარი და 30-40 წუთს ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. სვით თითო ჩაის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, უმჯობესია, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
თბილი სითხე უნდა მიიღოთ ჭარბად თუ არ გაქვთ ალერგია თაფლზე, ჟოლოსა და ლიმონზე, ურიგო არ იქნება, თუ ხშირ-ხშირად დალევთ თაფლიან, ჟოლოსმურაბიან ან ლიმონიან ჩაის, ღამით კი - თაფლით დამტკბარ ვაშლის ნახარშს. სვით მინერალური წყალი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად