რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- 2 კვირაა მაწუხებს ყელი.უსიამოვო შეგრძნება მაქვს ყლაპვის დროს მარცხენა მხარეს,როდესაც ნერწყვს ვყლაპავ( საჭმლის ან სითხის მიღების დროს არანაირი შეგრძნება არ მაქვს) ხმა არ შემცვლია.მაქვს საერთო სისუსტე და თავის გაურკვეველი ტკივილი.. ვიყავი ექიმთან და მითხრა,რომ მაქვს სიმშრალე პირის ღრუში რაც გამოწვეულია ცხვირში ძგიდის გამრუდებით, ასევე მითხრა,რომ საჭიროა კუჭი შევამოწმო,რადგან მისი აზრით ყელის ტკივილი კუჭდან მაწუხებს. ვიყავი სტომატოლოგთანაც რომ გამომერიცხა კბილის პრობლემა, სტომატოლოგმა მითხრა რომ მარცხენა მხარეს კბილის ბჯენში ოდნავი ჩირქია,მაგრამ ეს არარის მიზეზი ჩემი ჩივილების.უკვე აღარ ვიცი,რომელი ერთი გამოვიკვლიო ძალიან მეშინია, ვარ მწეველი. ნერწყვის ყლაპვის დროს ყურშიც თითქოს წამერად მეგუბება, რასაც ქვია მწვავე ტკივილი არ მაქვს, ოტორინოლარინგოლოგმა დამინიშნა მკურნალობა როგორც ძგიდის პრობლემაზე ასევე ყელზე, ასევე ანტიბიოტიკი ცედექსი,მაგრამ არ მაქვს უკეთესობა უკვე მეოთხე დღეა მკურნალობის
პასუხი
-რადგანაც თქვენი ყელის ტკივილი ახლად წარმოქმნილია შედარებით, შესაბამისად ეტყობა გვავქს წვავე ანთებით მდგომარეობაზე საუბარი. თუ მკურნალობამ ვერ გიშველათ, მაშასადამე - მედიკამეტი არ იქნა შესაბამისი შერჩული. ზოგადად სჯობს მკურნალობის დაწყებამდე აღებულიყო ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგია, რაც საშუალებას იძლევა დაინიშნოს პრეპარატი მგრძნობელობის მიხედვით. მიმართეთ თქვენს ოტოლარინგოლოგს, რათა გადაიხედოს მკურნალობის სქემა.