ვარ 22 წლის ბიჭი და 1 თვეა ინტენსიურად დამეწყო თმი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

09-10-2014

-ვარ 22 წლის ბიჭი და 1 თვეა ინტენსიურად დამეწყო თმის ცვენა არ მიჩერდება, საგრძნობლად შემითხელდა თმა.რომ ვთქვა ჯიშში მაქვს მეთქი ტყუილია.იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო და რაიმე შინაური რეცეპტი თუ არსებობს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

პასუხი
თქვენს ასაკში თმის ცვენის დაწყება შესაძლოა უკავშირდებოდეს თავის კანისა და თმიანი საფარველის ინფექციებს, ენდოკრინულ დარღვევებს, ამიტომ ჯერ გირჩევთ მიმართოთ ტრიქოლოგს , რათა დადგინდეს მიზეზი, რომ დაინიშნოს ადექვატური მკურნალობა. ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
თმის ცვენისას პირველი და ყველაზე საჭირო ანალიზი არის ტრიქოგრამა -ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის. მისი მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა. ტრიქოგრამა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შეფასდეს ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.
მართალია, არსებობს თმის ცვენის საწინააღმდეგო მრავალი შამპუნი თუ ნიღაბი , მაგრამ მათ ექნებათ დროებითი ეფექტი, რადგან უნდა მოიხსნას ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი. მიზეზის დადგენა კი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად