ნაცხის გამოკვლევამ გარდნერელას ტიპის საშუალო რაოდ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

09-10-2014

- ნაცხის გამოკვლევამ გარდნერელას ტიპის საშუალო რაოდენობა და ლორწოს დიდი რაოდენობა აჩვენა, გთხოვთ განმიმარტოთ რამდენად საშიშია, წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- გარდნერელა ეს არის ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ქალის საშოში. მცირე რაოდენობით ის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ის იწყებს გამრავლებას, მაშინ ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი (დისბაქტერიოზი). ამ დროს მცირდება ე.წ კარგი ბაქტერიების რიცხვი და იმატეს პათოგენური ფლორა (მათ შორის გარდნერლაც). ასეთ შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია. 
როგორც გითხარით, გარდნერელოზი საშოს დისბაქტერიოზია და ამიტომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მამაკაცთა დაავადებად მისი პირდაპირ მიჩნევა არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარდნერელას, გარდნერელოზის გამომწვევს, ძალუძს, მამაკაცის ორგანიზმში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. გარდნერელა მამაკაცის სასქესო სისტემაში უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს ხვდება. მამაკაცის ორგანიზმში გარდნერელა ხშირად ხვდება და როგორც წესი, სასქესო სისტემას 2-3 დღეში ტოვებს. იშვიათად ვითარდება გარდნერელების ქრონიკული მატარებლობა, რომლის დროსაც ანალიზები ყოველთვის დადებითია, თუმცა დაავადების არავითარი სიმპტომი არ შეიმჩნევა. ათიდან 9 შემთხვევაში გარდნერელოზი მამაკაცებში საერთოდ არ ამჟღავნებს თავს და იმით არის საშიში, რომ კაცის სქესობრივი პარტნიორები ისე ავადდებიან, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. კლასიკურ შემთხვევებში დაავადების გამომწვევები, მოხვდებიან რა საშარდე არხში სქესობრივი აქტის დროს, იწვევენ ლორწოვანი გარსის დუნედ მიმდინარე ანთებით პროცესს. 
- კონსულტაციისთვის მიმართეთ უროლოგს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად