რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა 18 წლის გოგოს პირველი სექსის დროს არ წამოუვიდეს სისხლი და თუ ეს შესაძლებელია მაინტერესებს რატომ და არის თუ არა ეს რაიმე ცუდის ნიშანი ?
პასუხი
-დიახ, შესაძლებელია საქალწულე აპკი დაირღვეს ისე, რომ სისხლი არ გამოვიდეს, დეფლორაციის დროს სისხლდენის ხასიათი დამოკიდებულია საქალწულე აპკის სისხლძარღვების თავისებურებაზე. ზოგიერთ ქალიშვილს, სისხლძარღვთა თავისებური განლაგების გამო, ნახეთქი სუსტი აქვს და სისხლი შეიძლება არც კი წამოუვიდეს. ზოგჯერ კი დეფლორაცია არც კი ხდება, საქალწულე აპკში (გარდა იშვიათი, პათოლოგიური შემთხვევებისა) არის ერთი ან რამდენიმე ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. არის შემთხვევები, როდესაც ამ ხვრელის სიფართოვის ან თვით აპკის ელასტიკურობის გამო პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ მისი მთლიანობა არ ირღვევა. ზოგიერთ გოგონას აპკი პენისის (მამაკაცის სასქესო ორგანოს) სიგანეზეც კი ეწელება. ასეთ შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დაურღვეველი აპკის პირობებში მიმდინარეობდეს და აპკი საბოლოოდ მშობიარობისას დაირღვეს.