ვარ 28 წლის ბიჭი ბოლო 2 კვირაა საგრძნობლად შემითხ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

09-10-2014

-გამარჯობათ, ვარ 28 წლის ბიჭი ბოლო 2 კვირაა საგრძნობლად შემითხელდა თმა მანამდე არანაირი პრობლემა არ მქონია ანუ ხშირი თმა მქონდა, 2 კვირის წინ დაბანვის დროს შამპუნი ცხიმს აღარ აშორებდა და არც ქაფდებოდა თმაზე და უბრალო საპნით ავიქაფე და ამ დაბანვის დროს ნორმაზე მეტი თმა შევამჩნიე, გაშრობის შემდეგ და მე2 დღეს ვიგრძენი სიმშრალე და ოდნავ წვა გაბნეულად თხემის მიდამოში, მსგავსი რამ ადრეც მქონია მაგრამ თმა არასოდეს შემთხელებია ანუ ბალანსი არ დარღვეულა, ახლა შუბლზე ვაკვირდები და მოკლე თმა ამომდის ნელ - ნელა, და იმ დაბანვის დროს როცა დაახლოებით 3 ჯერ მეტი თმა გამცვივდა ეხლა აღარ მცივა, იმდენი რამდენიც ყოველთვის ჩვეულებრივად, მაგრამ თმა მაინც თხელდება, გენეტიკაში პრობლემა არ უნდა იყოს რადგან მამა 56 წლისაა და თმა ისევ ისე აქვს, მეც მის მსგავსად ზუსტად იგივენაირად მიჭარარავდება თმა და 2 კვირამდე ძალიან ხშირი თმა მქონდა ბოლოს სისუსტე დაემატა, სისხლის საერთო და ფარისებრის ანალიზი ნორმაში გაქვსო ექიმმა მითხრა და ბოლოს მაწუხებს სათესლე ჯირკვლების სიმაგრის შეგრძნება რაც უკან მენჯებზეც გადაეცემა ჯდომის დროს ძაიან მაწუხებს არ ვიცი თუ კავშირშია ესეც მირჩიეთ ძალიან გთხოვთ სად მივიდე რა მკურნალობა დამჭირდება და საგანგაშო თუ არის და რა მიზეზი შეიძლება იყოს, თუ თმა ისევ ამოდის რატომ გათხელდა? და კიდევ თმის სტრუქტურა როცა წინ შუბლზე თვითეული ღერს ვაკვირდები და არ დარღვეულა(მხოლოდ ერთი ღერი მგონი და ეხლა ისიც ამომივიდა) ეს მთლიანად თმის საფარზე თანაბრად მოხდა. თუ თმა ამოდის მაქვს ნერვიულობის საფუძველი? ალბათ კომპლექსური მკურნალობა დამჭირდება. დამეხმარეთ როგორ მოვიქცე, მადლობა დიდი

პასუხი
-თმის ცვენისას პირველი და ყველაზე საჭირო ანალიზი არის ტრიქოგრამა (ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის. მისი მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა. ტრიქოგრამა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შეფასდეს ჩატარებული მკურნალობის ეფექტი. ), რათა დადგინდეს მიზეზი, რომ დაინიშნოს ადექვატური მკურნალობა. ამისათვის კი უნდა მიმართოთ დერმატოლოგს/ტრიქოლოგს.
რაც შეეხება სათესლე ჯირკვლებში განვითარებულ დისკომფორტს, მიზეზის დადგენა აუცილებლად საჭიროებს გამოკვლევებს, ექოსკოპიას პირველ რიგში, რისთვისაც უროლოგთან მისვლა დაგჭირდებათ აუცილებლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად