რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, უკვე დიდი ხანია, რაც ენის ტკივილს ვგრძნობ. მტკივა ჭამის დროს, ოდნავ ცხარე და ცხელი კერძის მიღებისას, მირჩიეთ რა მივიღო რომ ეს პრობლემა მოვაგვარო,ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა, რით შეიძლება ვიმკურნალო? (გაითვალისწინეთ, რომ მეძუძური დედა ვარ)
პასუხი
-თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ პირველ რიგში სტომატოლოგს, რადგან გლოსიტს (ენის ანთებას) არაერთი მიზეზი აქვს, როგორც ლოკალური (ადგილობრივი - ბაქტერიები ან ვირუსები,ენის დამწვრობები, მექანიკური ტრავმები.აგრეთვე ალერგიული რეაქციები), ისე სისტემური (რკინადეფიციტური ანემია, B–ვიტამინოდეფიციტი და ა.შ.), მკურნალობა, ცხადია, მიზეზიდან გამომდინარე, განსხვავებულია. მოერიდეთ გამაღიზიანებელ საკვებს: ცხარეს, მჟავეს, ცხელს. უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება სოკოსებრი წანაზარდები განვითარდეს.