-გლიცერინის მიკროოყნას გულისხმობთ ალბთ, რომელიც ბავშვებში გამოიყენება, მისი გამოყენება ცხადია შეგიძლიათ, მაგრამ მას არ აქვს სამკურნალო მოქმედება, გაითვალისწინეთ, როცა პირველი თვის განმავლობაში ახალშობილს კუჭის მოქმედება არ აქვს ყოველდღიური და დღეში რამდენჯერმე, მიიჩნევა რომ დედის რძით კვება არ არის საკმარისი, ამიტომ ეს მდგომარეობა, ცხადია სხვა მონაცემებთან ერთად შეფასებული უნდა იყოს პედიატრის მიერ (4 თვემდე ახალშობილის კვირაში ნამატი უნდა იყოს 155- 241 გრამამდე).
აუცილებელია მეძუძურმა დაიცვას დიეტა და იკვებოს სწორი რეჟიმით. არ უნდა მიირთმევდეთ კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიოს, მუხუდოს, ბარდას), პომიდორს, ძროხის რძეს, შავ ქლიავს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, ზედმეტად ტკბილ ჩაის ან წვენს - ეს სურსათია, დედის ორგანიზმში იწვევს აირების წარმოქმნას, რაც პატარას კუჭ-ნაწლავზეც აისახება .
მეძუძურის კვებაზე რჩევებს გაეცანით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=90681