რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ სწაფად მიპასუხეთ. ვარ ერთი თვის გათხოვილი, ბოლო კვირაა შარდზე გასვლა მიჭირს, მინდა ,მაგრამ მტკივა და ვერ ვშარდავ.. წვა იმდენად არ მაქვს რამდენადაც ტკივილი. დღეს კი საკვერცხეები ისე მეტკინა სიარული მიჭირდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ? ძალიან მეშინია :((((
პასუხი
-ახალგათხოვილ ქალებში საკმაოდ ხშირია შარდის ბუშტის ანთების - ცისტიტის შემთხვევები, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და/ან უროლოგს, რომელიც დააზუსტებს დიაგნოზს, განსაზღვრავს იმასაც, ხომ არ გაქვთ დეფლორაციის შემდგომი გართულებები და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას, მიზეზი შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადების მანიშნებელიც იყოს. თუ მიზეზი არ იქნა დადგენილი პრობლემა პერიოდულად შეგახსენებთ თავს და გამორიცხული არ არის შემდეგომი გართულებებიც. ქრონიკული ცისტიტი პრობლემად გექცევთ. აუცილებლია გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, საშოს ნაცხის ანალიზი. ასე განისაზღვრება გამომწვევი ბაქტერია, შემდეგ უნდა გაკეთდეს ბაქტერიის მგრძნობელობის დადგენა ანტიბიოტიკების მიმართ და ამის მიხედვით შეირჩეს ანტიბიოტიკი. მანამდე კი გირჩევთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, იყოთ თბილად, ერიდოთ მწარე, ცხარე პროდუქტებს, ნუ დალევთ ტკბილ გაზიან სასმელებს, მიიღეთ მცენარეული შარდმდენი ნაყენი (თირკმლის ჩაი ან შვიტა).
და შარდის სიმუქე ანთების ბრალი იქნება ხო ალბათ ? თითქმის სისხლისფერი შარდი მაქვს. ტკივილი აღარ მაქვს წამალი დავლიე ნოშპა და ფურადონინი ერთად. მაინც ექიმთან მივალ