რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 24 კვირის ორსული. მაინტერესებს ნორმალურია თუ არა ესეთი ეხოს პასუხი: ნაყოფის მდებარეობა - არამყარი. ჭიპლარი: მიმაგრება ცენტრალური, სისხლძარღვთა რაოდენობა 3. პლაცენტა: მდებარეობს წინა კედელზე, ზედა მესამედში, სისქე 33 მმ. სტრუქტურა ერთგვაროვანი, სიმწიფის ხარისხი 0. სანაყოფე წყლები რაოდენობრივად ნორმის ფარგლებში, სტრუქტურა ერთგვაროვანი, თავის ტვინის M-ექო მკაფიო, დეფორმაციის გარეშე. გულისცემის სიხშირე - 150 დარტყმა/წუთში,რითმული. ნაყოფის ბიომეტრია: ბიპარიეტული ზომა BPD - 59მმ. თავის წინა-უკანა ზომა OFD-80მმ. თავის გარშემოწერილობა HC - 218 მმ. მუცლის გარშემოწერილობა AC - 189 მმ. ბარძაყის ძვლის სიგრძე FL - 42 მმ. ცეფალური ინდექსი - 73% (N69-86%) ნაყოფის სავარაუდო წონა FW - 624 გრ. საშვილოსნოს ყელის სიგრძე: 34-35მმ. შიგნითა პირი დახურული. მაინტერესებს ეს წონა ამ ვადაზე ნორმალურია? ექოსკოპისტმა 700 მაინც უნდა იყოსო და ამ საიტზეც და სხვაგანაც სადაც ვნახულობ წესით ნორმაა. და კიდევ, 24 კვირა რამდენი თვეა?
პასუხი
- ეს მაჩენებლები მცირედ ჩამორჩება ამ ვადებს, თუმცა შესაძლოა ორსულობის ვადა არასოწრად არის განსაზღვრული. - 24 კვირა შეესაბამება 6 თვის ორსულობას.