ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ სასქესო ორგანოს წვა და ქავ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

08-10-2014

-ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ სასქესო ორგანოს წვა და ქავილი მაქვს. რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს.. საშიშიაა რამე ? შიგნიდან არა გარშემო მაქვს

პასუხი
-თქვენი აღწერილობის მიხედვით ადგილი უნდა ჰქონდეს ვულვიტს - ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებას. მკურნალობა ინიშნება მიზეზიდან გამომდინარე. მიზეზის დასადგენად დაგჭირდებათ ნაცხის ანალიზი.
ქვემოთ მოგაწვდით ინფორმაციას ვულვიტის შესახებ. ვულვიტი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებაა. ვულვიტი შეიძლება გამოიწვიოს სტაფილოკოკმა, სტრეპტოკოკმა, ნაწლავის ჩხირმა, Candida-ს ტიპის სოკოებმა, ტრიქომონადებმა, გონოკოკმა, ქლამიდიამ, ვირუსმა და ძალიან იშვიათად - ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ. სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკითა და ნაწლავის ჩხირით განპირობებული ვულვიტი უმეტესად გოგონებსა და ასაკოვან ქალებში გვხვდება, რაც სასქესო ორგანოების ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული.
ვულვიტის განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, დერმატოზი, ანემია, ჰიპოვიტამინოზი, ალერგიული და ინფექციური დაავადებები, ენტერობიოზი, ექსუდაციური დიათეზი, მექანიკური, ტრავმული და ქიმიური დაზიანებები, პირადი ჰიგიენის დაუცველობა.
ვულვიტი მეტწილად მეორეულად აღმოცენდება კოლპიტის (საშოს ანთების) დროს, გარეთა სასქესო ორგანოების გამონადენით გაღიზიანების შედეგად.
გოგონებში ვულვის ანთება ხშირად საშოს ანთებასთან ერთად მიმდინარეობს (ვულვოვაგინიტი).
ვულვიტის ნიშნებია წვა და ქავილის შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოებში, ტკივილი სიარულისა და შარდის გამოყოფის დროს. დათვალიერებისას გარეთა სასქესო ორგანოების კანსა და ვულვის ლორწოვან გარსზე შეიმჩნევა დიფუზური სიწითლე, ასევე - კლიტორის ჰიპერემია და შეშუპება.
სოკოვანი წარმოშობის ვულვიტს ვულვის არეში თეთრი ნადების გაჩენა ახასიათებს.
თუ ვულვიტი ალერგიული რეაქციის ფონზე განვითარდა, ინიშნება მადესენსიბილიზებელი საშუალებები. რაციონიდან გამოირიცხება ალერგიული პროდუქტები, ცხარე, მარილიანი კერძები, ცომეული.
გონოკოკით, Candida-ს ტიპის სოკოთი, ტრიქომონადით, ქლამიდიებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით გამოწვეული ვულვიტის დროს ტარდება სპეციფიკური მკურნალობა. მკურნალობის პერიოდში ქალმა სქესობრივი ცხოვრებისგან თავი უნდა შეიკავოს.
ჩვენ ვერ დაგინიშნავთ მკურნალობას, რადგან დიაგნოზი დასაზუსტებელია და ვულვიტის მიზეზიც დასადგენია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად