რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-3 წლის ბიჭს აქვს ბრტყელი ტერფი.ექიმმა მირჩია სპეციალურად შევუკერო სუპინატორიანი ფეხსაცმელი.შეიძლება თუ არა შემდგომ მაღაზიებში ვუყიდო ასეთი ფეხსაცმელები თუ ყოველთვის სსპეციალურად უნდა შევუკერო?ან სუპინატორები თუ გამოიყენება სხვადასხვა ფეხსაცმელში?მადლობთ
პასუხი
-სუპინატორი ინდივიდუალურად უნდა დამზადდეს, მას ნებისმიერ ფეხსაცმელში მოათავსებთ, ფეხსცმლის შეძენის წინ სუპინატორი ჩადეთ ფეხსაცმელში და ისე მოასინჯეთ ბავშვს. თუ ორთოპედიული ფეხსაცმელი აქვს დანიშნული (რომელიც სუსტი კოჭების, ფეხმოქცეული სიარულისა და სხვა პათოლოგიების გასასწორებლადაა დანიშნული), ისიც ინდივიდუალურად იკერება და მისი შეცვლა ფეხის ზომასთან ერთად უნდა მოხდეს. ასეთი ფეხსაცმლიდან ჩვეულებრივზე გადასვლა მხოლოდ ორთოპედის ნებართვით შეიძლება.