რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა! ვიცი რომ ძალიან სისულელეს ვწერ მაგრამ რა ვქნა ასე მომივიდა. მოკლედ ექიმმა დამინიშნა ბლოკიუმB12 რადგან ნერვის ანთება მქონდა. დედაცჩემი როდესაც მიკეთებდა ნემსის თავსაფრის მოხსნისას თითში შეერჭო ნემსი, რადგან მხოლოდ ერთი ნემსი გვქონდა ნაყიდი ბამბით გაწმინდა. შემდეგ გამხსნელი ხსნარი ამოიღო და ფხვნილის ამპულაში ჩაასხა, შეანჯღრია ისე რომ შპრიცი არ ამოუძრია ამპულიდან. როგორც კი წამალი ამოიგო ისევ დაიცალა შპრიცი თავისით ჰაერი იყო ალბათ შესული. შემდეგ ნემსი შევუცვალეთ შპრიცს ჰაერი გამოვუშვით და ახლიდან ჩავარჭეთ ამპულაში და შემდეგ ამოვიდა. ახლა ცოტა ნანემსარიც მტკივა და ძალიან ვნერვიულობ ჰაერი ხო არ შევიდოდა ან თუ არსებობს ინფექციის შეჭრის საფრთხე იქიდან გამომდინარე რაც ზემოთ დავწერე?ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან ვნერვიულობ თან ასეტი შეკითხვის დასმა პირადად არ შემიძლია.
პასუხი
-იმედია ვიქონიოთ რომ მდგომარეობა არ გართულდება, შეგიძლიათ სპირტიანი საფენები გამოიყენოთ, შეიძლება კანზე იოდის ბადის გაკეთებაც. თუ შენიშნავთ რომ ინექციის ადგილი გაწითლდა, გამაგრდა და შეხებისას ცხელია, მიმართეთ ქირურგს. სამომავლოდ გაითვალისწინეთ: არ შეეხოთ ნემსს თითებით. ინექცია არ გააკეთოთ მოკლე ნემსით.