რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

- ვარ 34 კვირის ორსული, ამ ბოლო დროს ძალიან მაწუხებს წელის ტკივილები, ბოლო რამოდენიმე დღეა კი განსაკუთრებით მაწუხებს ტკივილი წელის მარჯვენა მხარეს რომელიც გადაეცემა დუნდულზე ან ფეხში, ხან დღეგამოშვებით მტკივა ხან ორი დღე გადაბმულად, განსაკუთრებით კი საღამოს და ღამე მტკივა, ტკივილისგან ლოგინში ვერ ვისვენებ ღამით რომ ჩამეძინება თითქოს ცოტას გამივლის მაგრამ ტკივილი მაინც მრჩება, საშიში ხომ არ არის რამე და რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს? ისე კი ორსულობა აქამდე ნორმალურად მიმდინარეობდა არანაირი შეფერხებები არ ყოფილა, ბავშვს ყველაფერი რიგზე ჰქონდა უბრალოდ მე მქონდა რკინა ძალიან დაბალი და ჰემოგლობინიც ცოტა დაწეული, თითქმის ერთი თვის უკან ჰემოგლობინი მქონდა 60 და რკინა 15, ექიმმა რკინა ძალიან დაბალიაო მაგრამ არაუშავსო, ძალიან ცუდად ვხდებოდი სულ გული მიფრიალებდა სუნთქვა მიჭირდა და ფეხზე ვერ ვდგებოდი, ღამეები არ მეძინა ფეხი ისე მტკიოდა და თურმე ეს ყველაფერი რკინის დეფიციტს სცოდნია, წამალი გამომიწერა მხოლოდ "ფერსინოლ Z" დღეში ორჯერ ჭამის შემდეგ, 3 კვირა ვსვი ეს წამალი და ახლა 24ში უნდა გადავამოწმო ისევ ანალიზები, სხვა არანაირი პრობლემა არ მქონია წელის ტკივილი განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში ვიცი რომ ნორმალურია მაგრამ რატომ მაინდამაინც მარჯვენა მხარეს, ხან ფეხსაც ჩაითრევს ხოლმე და ხან საჯდომიც ისე მტკივა თითქოს ნანემსარიაო. ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ და მითხარით რამე საშიშია თუ არა? და 24მდე საჭიროა თუ არა ექიმთან მისვლა, რამე გართულებები ხომ არ მოყვება ამას? უღრმესი მადლობა წინასწარ
პასუხი
-რკინის პრეპარატის მიღება თქვენ დაგჭირდებათ ხანგრძლივად, რადგანაც ორსულობის ვადების მატებასთან ერთად მატულობს რკინის გადინება. რაც შეეხება წელის ტკივილს, ეს სავარაუდოდ ორსულობით აიხსნება. მაგრამ დამშვიდების მიზნით, მიმართეთ ნევროლოგს.