ერთი შეკითხვა მაქვს, ბოლო პერიოდია დამეწყო თავის ... | კანი, კუნთები, ძვლები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კანი, კუნთები, ძვლები
06-10-2014

-გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაქვს, ბოლო პერიოდია დამეწყო თავის კანის საშინელი ქავილი და ქავილის შედეგად გამიჩნდა ქერტლი, რომელსაც მრავალი უშედეგო ცდის მიუხედავად ვერ ვიქრობ, ახლობლების თქმით და საკუთარი დასკვნებით მივხვდი რომ მაქვს კანის სიმშრალე, მირჩიეს ა, ე, და დ ვიტამინი ამპულებში გადაურიე ერთმანეთს და შეიზილე თავის კანზეო, მაინტერესებს ეს მეთოდი რამდენად ამართლებს და რამდენ ხანში ერთხელაა რეკომენდირებული შეზელა? (თუ ეს მეთოდი არაა კარგი საშუალება იქნებ მირჩიოთ სხვა რამ) მადლობა წინასწარ...

პასუხი
- ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ მკურნალობისთვის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. ქერტლი თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით არის მშრალი და ცხიმიანი. ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანის მომატებული ცხიმიანობისას; მშრალი ქერტლი ვითრდება კანის სიმშრალისას და ახლავს ქავილი, ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმა იწყებს ცვენას. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია სოკო - Pityrosporum Ovale, რომელიც ყველა ადამიანის თავის კანზეა, მაგრამ გამრავლებას იწყებს მაშინ, როცა ხელსაყრელი პირობები შეექმნება, მაგ თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას. სხვა მიზეზები: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევევი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, კანის გამოშრობა, თმის არასწორი მოვლა. ქერტლი ადვილად გადაედება, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური სავარცხელი. ზოგადი მითითება ასეთია: კვებიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ტკბილეული; საჭიროა საკვები რაციონის გამდიდრება ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით, ხორცით, ვიტამინებით A, B, E, C, თუთიით, კალციუმით, რკინით. ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური მიდგომით (ტრიქოლოგის მიერ), გასათვალისწინებელია თმის ტიპი და გამომწვევი. იხილეთ აგრეთვე სტატია ”რა აჩენს ქერტლს
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად