რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მშობიარობის შემდეგგ მცვივა თმები. ანალიზები გავიკეთე, ყველაფერი ნორმაა. რამდენი ხანი იციდ მშობიარობიდან თმის ცვენა? 6 თვეა რაც ვიმშობიარე
პასუხი
-მშობიარობის და ლაქტაცის შემდგომ პერიოდისთვის დამახასიათებელია თმის ცვენა, რაც დროებითი მოვლენაა და უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრ კომპლექსურ ცვლილებებს (ჰორმონულს, წყალ-მარილოვან, ჰემატოლოგიურ და სხვა), რომლებსაც ორსულობა და მშობიარობა იწვევს. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, ამ ეტაპზე შემცირებული უნდა იყოს. როცა თმის ცვენა ძლიერია, უნდა გაკეთდეს ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით (პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ენდოკრინოლოგს), რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე სასურველია, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ანემიის გამოსარიცხად. ასევე გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და თმაზე ივლოთ ჭინჭრის ნაყენი. თუ ყველა ზემოაღნიშნული გამოკვლევა გაკეთებული გაქვთ და დარღვევა არ გამოვლენილა, მაშინ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს/ტრიქოლოგს. სცადეთ ნიღაბი - ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.