რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 164 სმ 17 წლის ბიჭი ვაპირებ სიმაღლეში გასაზრდელი აბების მიღებას და რომელს მირჩევთ? მაქვს თუ არა კიდევ გაზრდის შანსი? მშობლები საშუალო სიმაღლისები არიან
პასუხი
-ზრდა დამოკიდებულია იმაზე, გაძვალებულია თუ არა ზრდის ზონები. ამისათვის უნდა გადაიღოთ მტევნის რენტგენოგრაფია. თუ გაძვალების ზონები არ არის დახურული, ე. ი. ზრდა გრძელდება. საშუალოდ მამაკაცი იზრდება 18-22 წლამდე. ზოგჯერ მამაკაცებში 25 წლის შემდეგ დაახლებით 2 სმ-მდე ზრდაც ფიქსირდება. თქვენ უნდა მიმართოთ ზრდის ცენტრს, სადაც მოხდება ზრდის ზონების მდგომარეობის შეფასება და დადგენა რამდენად გაქვთ სიმაღლეში გაზრდის შანსი. მკურნალობა შესაძლებელია ძვლების ზრდის ზონების დახურვამდე, მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებიდან გამომდინარე ნიშნავს ენდოკრინოლოგი. ნორმალურ ზრდას კი ხელს უწყობს რაციონალური კვება, სპორტის ზოგიერთი სახეობა(ცურვა, კალათბურთი), ნორმალური დღის რეჟიმი, საკმარისი რაოდენობით ძილი და დასვენება. კითხვა-პასუხში არაერთი რჩევაა ამ თემაზე, ერთერთს გაეცანით მისამართზე http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=127665