მოგესალმებით, მყავს 7 წლის ვაჟი, გამე ძილში აკრაჭუ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
06-10-2014

მოგესალმებით, მყავს 7 წლის ვაჟი, გამე ძილში აკრაჭუნებს კბილებს, ეგ ვიცი რომ ჭიების ბრალია და ვიწყებთ მაგის მკურნალობას, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს არის ის რომ ღამე ძილის დროს იზმორება ხოლმე,ასევე ხშირად ოფლიანობს ღამე (ზოგადად მხურვალე და აქტიური ბავშვია და ოფლიანობს ხოლმე დღისითაც) და ძილში, ერთი გვერდიდან მეორესკენ რო ტრიალდება თითქოს თრთოლავს(აკანკალებს) როგორც კი მოკალათდება ისევ მშვიდ მდგომარეობას იღებს.. მაინტერესებს შეიძლება ეს ჭიების ყოლის გამო ხდებოდეს? თუ სხვა რამეა მიზეზი? ვნერვიულობ, მითხარით საშიშია? მივმართო ექიმ? თუ არმივაქციო კურადგება? წინასწარ გიხდით მადლობას და გთხოვთ რაც შეიძლება მალე მიპასუხოთ.

პასუხი
-ბრუქსიზმი ანუ ძილში კბილების კრაჭუნი აუცილებლად ჭიებით ინვაზიას არ უკავშირდება, ასე რომ გამოკვლევა ჩაატარეთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ამ მიმართულებით (ჭიებით ინვაზიის დროს ბავშვებში მატულობს ემოციური ფონი, პატარა გამუდმებით გაღიზიანებულია, აგზნებულია - სწორედ ამას უკავშირდება კბილების კრაჭუნის გაძლიერებაც), მაგრამ თუ აღნიშნული გამოირიცხა, მაშინ კონსულტაცია საჭირო იქნება ნევროპათოლოგთან.
ბრუქსიზმის ინტენსივობა მატულობს სტრესულ სიტუაციაში. დააკვირდით ბავშვს - თუ კბილების კრაჭუნი ემოციური აგზნების შემდეგ ემატება, ეცადეთ ნუ დატვირთავთ ემოციებით ძილის წინ, დაალევინეთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება (კატაბალახას ნაყენი).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად