მადლობთ პასუხისთვის, კარგით გეტყვით ჩემი სიმაღლე ა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

06-10-2014

-მადლობთ პასუხისთვის, კარგით გეტყვით ჩემი სიმაღლე არის 164 სანტიმეტრი და ვარ 58 კილო .როგორც გითხარით ძუძუზე მყავს ბავშვი, და მალ მალე მშივდება თან ტკბილს მთხოვს ორგანიზმი რა ვჭამო და რა ვქნა აგარ ვიცი რომ დავიკლო და არა მოვიმატო, ტან ერტი ტვისაც არ აის ჯერ პატარა სულ მშივდება მემგონი ორსულობაში არ მშივდებოდა ასე, ვჭამ გრეჩიხას პეჩენიას,სახლში გამომცხვარ პეჩენიას ხან იუბილენის პეჩენიას,მშვიდი ბავშვია და სხვა არაფერსაც ვჩამ ისეთს,სუხარს ვჩამდი და ვჩამ ბევრს,შავი პურს ხანდახან.გერკულეს ვჩამ კიდევ,ჩაის კი ბევრს ვსვამ, რძეც არ მინდა შემომაკლდეს,რა ვჩამო ისეთი რომ არც ძან მოვიმატო და რძეც კარგატ მკონდეს,ვაშლს ვჩამდი კიდევ ბევრს :) ვაიმე აგარვიცი ბოდიშით რომ ესეთი კითხვებით გაწუხებთ ტან საზგვარგარეთ ვარ მოსკოვში ,აქ ვერც ვარჯიშს ვახეხებ და ვერც გარეთ გასვლას ,უფრო დიასახლისობით ვარ დატვირთული ამიტომ იკნებ ირჩიოტ რა ვქნა როგორ მოვიკცე ცინასწარ მადობა,სუხარი ძან ასუქებს თუ შავი პურის ჭამა სჯობს ? რა და რა ვჭამო რომ მადაც დავიკმაყოპილო :(

პასუხი
-დასაწყისშივე გეტყვით, რომ ორცხობილა (ე.წ. სუხარი) იგივე პურია, რომელიც ცხობის და მაღალი ტემპერატურის პირობებში კარგავს წყალს, შესაბამისად ენერგეტიკული ღირებულება და კალორაჟი პურის აქვს. რაც შეეხება თქვენს წონას, აბსოლუტურად ნორმალური გაქვთ და სპეციალური დიეტა დასაკლებად საჭირო არ არის, ისედაც, მშობიარობის შემდეგ სწრაფად გახდომა დაუშვებელია. კვებას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ მხრივ , რომ მეძუძური ხართ და შეზღვუდვები უნდა დააწესოთ იმიტომ რომ თქვენს პატარას თქვენი მენიუს მიზეზით პრობლემები არ შეექმნას, გაითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რაც მეძუძურისთვის არის მოწოდებული და წონაში მომატების პრობლემაც არ გექნებათ;
ცნობისთვის! მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ფონი ორი წლის განმავლობაში თანდათან უბრუნდება ნორმას. ამის შემდეგ ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა არ აქვს დარღვეული, ორსულობამდელ ფორმას ადვილად იბრუნებს, სხვებს კი შესაძლოა გაუჭირდეთ - ისინი არათუ არ იკლებენ, არამედ იმატებენ კიდეც წონას.
დამატებით რეკომენდაციებს გაეცანით ბმულზე
http://www.mkurnali.ge/kitxva-pasuxi.html?view=question&id=87977
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად