რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 20 წლის ბიჭი. 17 წლის ასაკიდან დამეწყო თმის ცვენა, თმა საკმაოდ შემითხელდა და საფეთქლის ზედა მიდამოებში საერთოდ გამცვივდა. და მგონია რომ ეს სულაც არ არის გენეტიკური, თან თავიდან ქერტლი ვერ მოვიცილე ( რა საშუალება არ ვცადე ), თავზე კანი სუ "მექერცლება" და თეთრად მაქვს, ზოგადადაც კანს რომ მოვიქავებ სუ თეთრი ფანტელები რჩები ხოლმე, ის მაინც მინდა გავიგო რა მჭირს და რისგან არის თმის ცვენა, ერთხელ ვიყავი დერმატოლოგთან და ანალიზებიც კი არ აუგია არაფერი ისე დამხედა და დამინიშნა რაგაცები. ვის მივამრთო არ ვიცი რომ ნორმალურად მაინც მოეკიდოს საქმეს... მითხრეს ტრიქოლოგი არის მაგის ექიმიო მაგრამ კლინიკებში რომ მივალ თითონ არ იციან რა არის ტრიქოლოგი. რავი ზოგადად თუ შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება მჭირდეს, ან ვის მივმართო, დერმატოლოგს, თრიქოლოგს... ? და თუ შესაძლებელია იქნებ მირჩიოთ ვინმე კარგი. -კანზე რაღაც პატარა თეთრი შეუმჩნეველი თმებივით შეინიშნება და მითხრეს უჯრედები არ არის მკვდარი და შეიძლება ამყოვანაცო და რამდენად შესაძლებელია ეს ? მადლობა
პასუხი
-მხოლოდ ქერტლისთვის შეგიძლიათ იხმაროთ ვიშის-ქერტლის საწინააგმდეგო შამპუნი ან სებიპროხის შამპუნი, ხოლო რაც შეეხება თმის ცვენას, ჯერ გარკვეული ანალიზები უნდა გაიკეთო, ტრიხოგრამა მაინც, რომ თმის ცვენის მიზეზი დაადგინო. ამიტომ მიზეზის დასადგენად და მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს (დერმატოლოგიის ახალი მიმართულებაა ტრიქოლოგია – თმებისა და თავის კანის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა. ეწვიეთ თმის აღდგენითი მედიცინის ცენტრს). მიზეზის დადგენის გარეშე შეუძლებელია ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა.