მყავს 6 თვის ბაჟი, ძირითადად ძუძუთი იკვებება, მხო... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

06-10-2014

- მყავს 6 თვის ბაჟი, ძირითადად ძუძუთი იკვებება, მხოლოდ 100 ან 200 გრამ (ჰუმანა 1) ხელოვნურ საკვებს ვუმატებ ყოველდღიურად ეს იმაზეა დამოკიდებული ეყო თუ არა ბუნებრივი საკვები, 1 კვირაა დავუწყე წიწიბურას ფაფა (ნუტრილონის წიწიბურა 4 თვიდან) რამდენი გრამი შემიძლია ვაჭამო შიშის გარეშე, რომ თავიდან ავიცილო ნაწლავის გაუვალობა ძალიან შეშინებული ვარ 7 თვის ასაკში ჩემს ძმის შვილს დაემართა ხელოვნურზე გადაყვანის დროს და საოპერაციო გახდა, რამდენი გრამი შემიძლია მივცე ხოლმე ახალი საკვები დასაწყისში და რამდენით უნდა გავზარდო ყოველდღიურად, თუ არსებობს სქემა. თავიდან 30 გრამი მივეცი ეხლა 90 გრამამდე ვართ ასული. მადლობელი ვიქნები თუ მომაწვდით იმფორმაციას.

პასუხი
- 6 თვის ბავშვი დღეში საშუალოდ უნდა იკვებებოდეს 4-5-ჯერ, შუალედებით 4,5-3,5საათი. მისი ყოველდღიური მენიუ უნდა მოიცავდეს: დედის რძეს ან ადაპტირებული რძის ნარევი, ფაფა 150 გრამი წიწიბურას, შვრიის ან ბრინჯის. ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო), 2 ჩაის კოვზი ხაჭო, გახეხილი ვაშლი ან მისი პიურე 3 სადილის კოვზი. ხილის ან სტაფილოს წვენი - 5 ჩაის კოვზი. ბოსტნეულის ან ხილის პიურე 80-100 გრამი, ნახევარი მოხარშული კვერცხის გული. კვების პროდუქტების განაწილების რიგი შესაძლოა თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ, კიდეც, კვებეთ ბავშვი ისე, როგორც ეს უპრიანია თქვენთვის და ბავშვისთვის; მიახლოებითი სქემა: კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება. ხელოვნურ კვებაზე მყოფმა 6 თვის პატარამ დამატებითი საკვები დღეში ორჯერ (ანუ ორ კვებაზე) უნდა მიიღოს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს, რა ასაკიდან მიიღებს იგი დამატებით საკვებს. თუ ბავშვი წონაში ჩამორჩება, არ ჰყოფნის დედის რძე, მაშინ დამატებითი საკვების მიცემას უფრო ადრე იწყებენ. 6 თვის პატარა უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსათიანი ინტერვალით. I კვება (სავარაუდოდ, 8 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. II კვება (12 საათზე) - 180-200 მლ 10%-იანი ფაფა და 30 გ გახეხილი ვაშლი. III კვება (16 საათზე) - 200 მლ ბოსტნულის სუპ-პიურე. IV კვება (20 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. V კვება (24 საათზე) - 200მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. აქვე გთავაზობთ ბოსტენულის პირეს მომზადების წესს: თავდაპირველად მას უნდა მიეცეს ერთი ბოსტნეული (ჭარხალი ან სტაფილო) მოხარშული და გახეხილი, შემდეგ გამთბარი, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა გავზარდოთ 4 კოვზამდე, უნდა დავაკვირდეთ ბავშვის რეაქციას, თუ პატარამ ეს ბოსტნეული კარგად მოინელა, თანდათან, 5 – 7 დღის ინტერვალით უნდა დავამატოთ მეორე ბოსტნეული, შემდეგ კარტოფილი, შემდეგ კომბოსტო, შემდეგ თვეებში აღნიშნულს ემატება ოხრახუში, კამა, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, თეთრი პურის გახეხილი ორცხობილა 7 თვის ასაკისთვის, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა იზრდება. 8 თვისთვის შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ბოსტნეული უნდა იყოს საღი, კარგად უნდა გაითალოს, გაირეცხოს, გასუფთავდეს კარგია თუ წყალში გააჩერებთ ნაახევარი საათით. ქვაბში ყველაფერს ერთად ნუ ჩაყრით, რაც დიდხანს იხარშება უფრო ადრე ჩადეთ, რაც სწრაფად იხარშება უფრო მოგვიანებით, კომბოსტო ყველაზე ბოლოს. მოკლედ, ადუღებულ წყალში ჩაყრით მომზადებულ ბოსტნეულს რომლისგანაც ამზადებთ სუპს და თავდახურული ხარშავთ, რომ მოიხარშება გახეხავთ სახეხზე ან დააბლენდერებთ და ერთხელ წამოადუშებთ, სანამ ცხელია დაამატებთ ცოტა ზეთსა და მარილს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად