რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ვარ ერთი თვის გათხოვილი და ბოლო ორიკვირაა ურთიერთობის დროს მაქვს წვააა,როგორ მოვიქცე და ციკლის წასვლიდან რამდენ ხანში შეიძლება ექიმს გავესინჯო
პასუხი
-სავარაუდოდ მიზეზი უნდა იყოს კოლპიტი ანუ საშოს ანთება ( ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს) ან ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. უნდა გაიკეთოთ საშოს ნაცხის მიკროსკოპიული ანალიზი და გინეკოლოგის მიერ დათვალიერდეს საშო და საშვილოსნოს ყელი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტკივილის მიზეზის დადგენა. მიმართეთ ექიმს მენსტრუაციის დამთავრებისთანავე.