მაინტერესებს რა ასაკიდან დგინდება პიგმენტური რეტინ... | გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გენეტიკა

კატეგორია - გენეტიკა

06-10-2014

-მაინტერესებს რა ასაკიდან დგინდება პიგმენტური რეტინიტის დიაგნოზი? მაინტერესებ თუ დედა არ არის ამ გენის მატარებალი შესაძლებელია თუ არა გამოუვლინდეს მის რომელიმე შვილს,ან მის შემდგომ თაობას.ვიცით რომ დედის მამას ქონდა ეს დაავადება.

პასუხი
- პიგმენტური რეტინიტის შემთხვევათა 60% მემკვიდრეობითია. გამოთვლილია, რომ ყოველ 80 ადამიანიდან ერთს აქვს დაზიანებული რეცესიული გენი. მის გამოსავლენად ამ გენის ორი ასლია საჭირო. დაავადებული ბავშვი ნორმალური მხედველობის მქონე მშობლებს ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ნორმალური მხედველობა აქვთ, ისინი პიგმენტური რეტინიტის რეცესიული გენის მატარებლები არიან. ამ დაავადების ზოგიერთი ფორმა ემართებათ მხოლოდ მამაკაცებს ანუ X ქრომოსომასთან შეჭიდულად მემკვიდრეობს. არსებობს ისეთი ფორმებიც, სადაც დაავადებას დომინანტური გენი იწვევს. დადგენილია, რომ პიგმენტური რეტინიტის მემკვიდრეობით განპირობებულ შემთხვევებს შორის აუტოსომურ-დომინანტურად მემკვიდრეობს 84%, აუტოსომურ-რეცესიულად - 10%, ხოლო დანარჩენი - X ქრომოსომასთან შეჭიდულად. გენეტიკური კონსულტაცია და დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა დამოკიდებულია დამემკვიდრების ტიპის დადგენაზე და თითოეული ოჯახისათვის სხვადასხვაგვარია.  სწორედ ამიტომ, თქვენს შვილს ესაჭიროება გენეტიკოსის კონსულტაცია. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად